რუსეთის ტერიტორიაზე შესვლისას უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწევთ ხელი მოაწერონ “ლოიალობის შეთანხმებას” ქვეყანაში ყოფნისა და შრომითი საქმიანობის განხორციელების მოთხოვნით, – ამის შესახებ “ტასს” რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრიდან სააგენტოს შესაბამისი თხოვნის საპასუხოდ აცნობეს.
“კანონმდებლობაში “ლოიალობის შეთანხმების” ინსტიტუტის დანერგვა გათვალისწინებულია მიგრაციის სფეროში ახალი ფედერალური კანონის პროექტის კონცეფციით. აღნიშნული ინსტრუმენტი გათვალისწინებულია გამოყენებული იყოს, როგორც ადმინისტრაციული პროფილაქტიკის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქის ინფორმირება რუსეთის ფედერაციიდან გასვლის, რუსეთის ფედერაციაში დარჩენის (ცხოვრება) და რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის, დაწესებული <…> შეზღუდვების და აკრძალვების, მათი დაუცველობის შედეგების შესახებ”, – თქვა სააგენტოს თანამოსაუბრემ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, მიგრანტი, “ლოიალობის შეთანხმებაზე” ხელმოწერით, ადასტურებს მის ინფორმირებულობას, მათ შორის დადგენილი წესების შეუსრულებლობის შედეგებზე, თანხმობას აცხადებს ზიანი არ მიაყენოს რუსეთს. გარდა ამისა, ვალდებული იქნება გადაიხადოს უცხო ქვეყნის მოქალაქის ქვეყნიდან შესაძლო გაძევებას ხარჯი, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობებს დაარღვევს. ”კანონპროექტის თანახმად, “ლოიალობის შეთანხმებას” ხელს მოაწერენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ვიზის საშუალებით შედიან, იმავდროულად გააკეთებ განაცხადს ვიზის მიღებაზე, მათ შორის ელექტრონული ფორმით”, – დასძინეს უწყებაში.
კანონპროექტი ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ დაქტილოსკოპიურ რეგისტრაციას ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რუსეთში უვიზოდ შესვლის შესახებ.
მიგრაციის სფეროში ახალი ფედერალური კანონპროექტის კონცეფცია შემუშავებულია რუსეთის ფედერაციის 2019-2025 წლების სახელმწიფო მიგრაციის პოლიტიკის კონცეფციის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რომელიც მთავრობის მიერ არის დამტკიცებული.