2021 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.0 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
საქსტატის ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი 262.5 მლნ. აშშ დოლარით იკავებს, მეორე ადგილზეა რუსეთი – 205.3 მლნ. აშშ დოლარითა, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 195.6 მლნ. აშშ დოლარით.
ამასთან, იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 624.8 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 393.4 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 289.6 მლნ. აშშ დოლარით.
საქსტატის გამოთვლით, იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 71.6 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 758.1 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 598.7 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 552.0 მლნ. აშშ დოლარით.