საქართველოში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 672 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 668 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 809, „პისიარ“ ტესტით – 14 859.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,34 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,54 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,36 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 356 179 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 341 775 გამოჯანმრთელდა, 5 096 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 216 742 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 569.
კარანტინის რეჟიმშია 40, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 935 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 599 პირი.
გუშინ, 15 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 1 092 შემთხვევა გამოვლინდა, 775 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.