ნიკა მელიას შეუძლია, ნებისმიერ დროს გადაიხადოს გირაო და გამოვიდეს ციხიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ გააკეთა მკაფიო განმარტება.
„რაც შეეხება ბატონ მელიას პატიმრობას, კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ პროკურატურამ გააკეთა ამის თაობაზე ძალიან ნათელი, მკაფიო განმარტება; ბატონ მელიას, ან მის ოჯახს, ან მის თანაპარტიელებს, თანაგუნდელებს შეუძლიათ, გადაიხადონ გირაო ნებისმიერ დროს და გამოვიდეს ციხიდან ნებისმიერ დროს, თუნდაც დღესაც“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.