სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 39 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ინფიცირების რაოდენობა 223 682-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი იუწყება.
ამავე პერიოდის განმავლობაში სომხეთში ვირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 4 484 ადამიანი შეადგინა.
რაც შეეხება განკურნებულებს, მათი საერთო რაოდენობა 215 195-ს შეადგენს, მკურნალობას 2 909 ადამიანი გადის.