საქართველოში კორონავირუსის 705 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 128 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 33 253 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 138, „პისიარ“ ტესტით – 14 115.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,12 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,75, ბოლო შვიდი დღის – 2,59 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 351 954 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 337 023 გამოჯანმრთელდა, 4 996 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 191 001 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 184. კარანტინის რეჟიმშია 38, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 230 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 594 პირი.
გუშინ, 9 ივნისს, საქართველოში კორონავირუსის 821 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 866 პაციენტი გამოჯანმრთელდა.