საქართველოში კორონავირუსის 832 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 624 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 409 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 617, „პისიარ“ ტესტით – 13 792.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,65 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,98 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 348 594 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 332 304 გამოჯანმრთელდა, 4 893 კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში სულ აცრილია 167 332 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 791.
კარანტინის რეჟიმშია 27, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 435 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 619 პირი.
ამასთან, 4 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 959 პაციენტი.