სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 81 შემთხვევა გამოვლინდა, 229 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 2 771 ტესტი ჩატარდა.
30 მაისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 222 636 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 212 981 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 432 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 1 081 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება