სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, კოვიდ-19-ს 2 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 221 982 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს დღემდე 4 394 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 211 375-ია.