დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 759-ით გაიზარდა, საერთო ჯამში 23 247 შეადგინა.
ცენტერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 26 ივნისის 11:00 საათის მონაცემებით, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი 814-ით გაიზარდა და ამჟამად 12 149-ს შეადგენს.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი იტყობინება, გასული დღე-ღამის განმავლობაშ Covid -19-ით სომხეთში კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა. ამგვარად, კორონავირუსით დაღუპული პაციენტების საერთო რაოდენობა, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 410 -მდე გაიზარდა.
სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიის პერიოდში 131 პაციენტი სხვა დაავადებების გამო გარდაიცვალა.
ამ მომენტისთვის, კორონავირუსის გამო ფაქტობრივ მკურნალობას სომხეთში 10 557 ადამიანი გადის. ქვეყანაში Covid-19-ზე ტესტირება 105 046 ადამიანს ჩაუტარდა.