საქართველოში კორონავირუსის 1 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 135 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 29 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 564 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 888, „პისიარ“ ტესტით – 14 676.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,16 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,26 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,13 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 335 769 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 316 389 გამოჯანმრთელდა, 4 569 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 105 500 ადამიანი, დღიურად აცრილია – 3 613.

კარანტინის რეჟიმშია 99, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 261 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 705 პირი.

ამასთან, 20 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 603 პაციენტი.