ახალქალაქში 400-500 პედაგოგი ორი დღის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად შეიკრიბა. საბოლოოდ უკმაყოფილონი არიან, როგორც მასწავლებლები,
საქმე იმაშია, რომ 13 მაისს სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებამდე, მასწავლებლებმა კორონავირუსზე ტესტი უნდა გაიკეთონ. საგანმანათლებლო რესურსცენტრმა სკოლებს წერილობით მიმართა, სადაც პედაგოგებს ტესტის გაკეთება სთხოვა. მაგრამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან ზუსტი გრაფიკი არ იყო შეთანხმებული, ამიტომ მასწავლებლები ერთი და იმავე დროს მივიდნენ.
რიგში მყოფთა შორის არ იყო დაცული დისტანცია. ამასთან დაკავშირებით თავად მასწავლებლები გამოთქვამდნენ წუხილს.
“აქამდე თუ არ იყავი დაავადებული, ამ რიგებში ავად გახდები. ხალხის უზარმაზარი რაოდენობა აპირებს ტესტირებას”, – ამბობს ახალქალაქის ერთ-ერთი სოფლის მასწავლებელი.
“დილის 9 საათიდან რიგში ვდგავართ, სოფლების მასწავლებლები მიკროავტობუსებით მოდიან და ყველა ამბობს, რომ ამ დროს არიან დაბარებულნი, რაღაც საშინელებაა. რიგში დგომა არავის უნდა, ამის გამო იწყება კამათი. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი 14:00 საათამდე მუშაობს, მოასწარი, კარგია, ვერ მოასწარი პრობლემაა”, – ამბობს ახალქალაქის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, რომელნაც არ ისურვა ვინაობის გამხელა.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში განმარტავენ, რომ პრობლემა წარმოიშვა ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის რეგულირების გამო, რომელიც ამ ორი დღის განმავლობაში მასწავლებლებს გზავნის, რათა კორონავირუსის ტესტი სკოლების გახსნამდე ყველა მასწავლებელმა გაიკეთოს. ჩვეულებრივი გეგმიური ტესტირებისთვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის თანამშრომლები გრაფიკის შესაბამისად ურეკავენ მასწავლებლებს, რომ ხალხმრავლობა არ იყოს.
”ჩვენ სკოლებს არ ვიძახებთ ტესტირებაზე, თუ ვურეკავთ, კონკრეტული საათების მიხედვით. თუმცა, მანუჩარმა (ახალქალაქის რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა) სკოლებს წერილები მისწერა, რომ 10:00 და 14:00 საათზე მოსულიყვნენ. როგორ მოვიქცეთ? როგორ ვქნათ, რომ დისტანცია შენარჩუნებული იყოს. ყველა პედაგოგი ერთად მოდიოდა. რესურსცენტრს ცალკეულ საათებში უნდა გამოეძახა, რომ ეს არ მომხდარიყო. რადგან ისინი სოფლებიდან ჩამოდიან და არ გვინდა, უკან გავგზავნოთ, რომ მერე მოვიდნენ, გვიწევს გაკეთება. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ 14:00 საათამდე, შემდეგ ვამზადებთ მოხსენებას. მაგრამ რადგან ამდენი ადამიანი მოიყვანეს, ჩვენ გუშინ ტესტირება საღამოს 18 საათამდე გავაკეთეთ. მასწავლებლები ტესტირებას 14 დღეში ერთხელ იკეთებენ. გარდა ამისა, მოვიდნენ ისეთი მასწავლებლები, რომლებმაც 5 დღის წინ გაიკეთეს და დღეს კიდევ გამოაგზავნეს ტესტირებისთვის, რის გაკეთებაც არ შეიძლება. ტესტის შედეგს კომპიუტერში ვერც კი ვტვირთავ, 14 დღე უნდა გავიდეს”, – ამბობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სირუშიკ ტონაკანიანი.