“მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შედარებით ვუმკლავდებით ამ გამოწვევას, თუმცა, მოდუნებისა და თვითკმაყოფილების საფუძველი არ გვაქვს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის თქმით, გამოწვევები ყოველდღიურად სულ უფრო იმატებს.
“ამიტომ, ვალდებულნი ვართ მზად ვიყოთ ამ გამოწვევებისთვის. პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე, ბავშვებზე და ერთმანეთზე. სახელმწიფო უწყებები მუშაობის, სადღეღამისო, საგანგებო რეჟიმზე გადადიან, განსაკუთრებით ეს ეხება ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, განათლების, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებში მოქმედებენ”,- განაცხადა გახარიამ.