თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტის აქცია მიმდინარეობს. ათასამდე ადამიანი შეიკრიბა მიტინგზე, რომ ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას დაკავება გააპროტესტონ.

აქციას მართავენ სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლები. მიტინგი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შტაბ-ბინაში პოლიციის ოპერაციის დასრულების შემდეგ, რამდენიმე საათში დაიწყო.

პარლამენტისა და კანცელარიის, ასევე შსს მიმდებარედ უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. იქ ასობით პოლიციელი იდგა.

აქციაზე ოპოზიციის ლიდერებმა საკუთარი ძირითადი მოთხოვნები დაადასტურეს: ნიკა მელიას და სხვა  დაკავებულების გათავისუფლება, ასევე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, დილით, სამართალდამცავებმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცრაზმი გამოიყენა. გამოყენებული იყო ე.წ. წიწაკის სპრეი, რომლის შედეგად ოფისში მყოფი პირები დაზარალდნენ.