სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს ხვალ, ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისში, ორბელიანების სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ხაჩატურიანი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.
დაგეგმილია პრეზიდენტებთან შეხვედრა დელეგაციების გაფართოებული შემადგენლობით და ერთობლივი განცხადებების გაკეთება მედიისთვის.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ასევე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.