საბაჟო გამშვებ პუნქტებზე “სარფი” და “ნინოწმინდა”, არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.
შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვისა და რისკის პროფილის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის თ.კ.-სა და საქართველოს მოქალაქის გ.ჯ.-ს ავტოსატრასპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, აქციზური მარკების გარეშე 3360 ღერი არადეკლარირებული, სიგარეტი გამოავლინეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით.