სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 715 შემთხვევა გამოვლინდა, 1 123 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 15 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ოთხის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 4 015 ტესტი ჩატარდა.
23 აპრილის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 212 114 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 192 281 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 984 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 995 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.