უკვე რამდენიმე დღეა, რაც ახალქალაქი-ნინოწმინდის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. აღნიშნული სამუშაოები ზამთრის პერიოდში შეჩერებული იყო. ახალქალაქი-ნინოწმინდის გზის მთლიანი რეაბილიტაცია 2020 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს. სოფელი ორლოვკიდან სომხეთის საზღვრამდე სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს დასრულდა. ხოლო სამუშაოები ნინოწმინდიდან სოფელ ორლოვკამდე ჯერ არ დაწყებულა.
გასულ წელს აღმაშენებლის ქუჩიდან სოფელ ხოსპიომდე გზა რეაბილიტირებული იყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია 2020 წლის შემოდგომამდე გარძელდება. წელს სამუშაოები სოფელი ხოსპიოდან ნინოწმინდამდე პარალელურად დაიწყო. გზის გარკვეულ მონაკვეთზე ხრეშის დაყრის პროცესი მიმდინარეობს, სხვა ნაწილში კი ძველი ასფალტის ზედა ფენას აშორებენ.
სომხეთის საზღვრამდე გზა ძნელად გასავლელია.
შეგახსენებთ, რომ მთლიანობაში რეაბილიტირებული იქნება 16კმ სიგრძის გზა, ახალციხე-ნინოწმინდის მაგისტრალის 70-დან 86 კმ-მდე გზა და მონაკვეთი ქალაქ ახალქალაქიდან ნინოწმინდამდე. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისიტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რეაბილიტაციის ტენდერი 2019 წლის 18 აპრილს, 19 038 910 ლარით გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მიიღო 4 კომპანიამ: «არალი», კომპანია «ბლექსი გრუფ», «მამისონი» და «საგზაო-სამშენებლო სამმართველო N1». ტენდერი, 14 749 992,92 ლარით, კომპანია «საგზაო-სამშენებლო სამმართველო N1» მოიგო. თუმცაღა, რეკონსტრუქციებს გასცემს საგზაო-სამშენებლო კომპანია «ჯავახ ავტო გზა», რომელიც აღნიშნულ ტენდერში «საგზაო-სამშენებლო სამმართველო N1» კომპანიის თანაშემსრულებელია.
ტენდერის დოკუმენტაციის თანახმად, მეორე მონაკვეთზე, რაც ახალციხე-ნინოწმინდის გზის 7 498 მეტრის სიგრძეს მოიცავს, ქალაქი ნინოწმინდიდან სოფელ ორლოვკამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 11 თვის განმავლობაში კომპანია «არალი» განახორციელებს. სამუშაოები 2020 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. ტენდერის პირველადი თანხა შეადგენდა 4`722`354 ლარს. ტენდერი 4`627`900 ლარით მოიგეს.
შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდა-ჟდანოვაკანის გზა ცუდ მდგომარეობაშია, 2018-2019 წელს ორლოვკა-ჟდანოვაკანის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) რეაბილიტირებული იყო. სამუშაოებს 13 000 800 ლარით დამკვეთი კომპანია იყო «საქმილსადენმშენი». შემსრულებელი კომპანია კი იყო «ჯავახ ავტო გზა».