მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 140 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.
ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ-19-ით 3 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 119 მილიონს აჭარბებს.
ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 18.1 მილიონს შეადგენს.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – საფრანგეთი, მეხუთეზე კი – რუსეთია.