სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ბესიკ ამირანაშვილი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი პროექტების განსახორციელებლად დღეს, ახალქალაქში იმყოფებოდა.
«ჩვენ განვიხილავთ რეგიონული მასშტაბის ძველ პროექტებს, ასევე ვგეგმავთ ახალი პროექტების რეალიზებას, რომლებიც რეგიონული ფონდის სახსრებით განხორციელდება. ვეცნობით ყველა საკითხს, რაც ჩვენს მცხოვრებლებს აწუხებთ და ვიმედოვნებთ, რომ ამ პრობლემების გადაჭრის გზებს ჩქარი ტემპით ვიპოვით. ასევე არსებობს გარკვეული პროგრამები ახალქალაქში, რისთვისაც შემუშავებულია, რამდენიმე ვარიანტი, ქუჩების ასფალტირება, გარე განათება და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები», – განუცხადა ЈNEWS-ს ბესიკ ამირანაშვილმა.
რაც შეეხება ახალციხე-ახალქალაქის გზის ასფალტირებას, გზის დარჩენილი არაასფალტირებული მონაკვეთზე სამუშაოები სწრაფი ტემპით წარიმართება, რათა აპრილში დასრულდეს. გზის ასფალტირების ფენა, კორხის წყლის ხიდის მონაკვეთამდე დასრულებულია.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილს და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ ახალქალაქში მერი და მერის მოადგილე.
ახალქალაქის მერის თქმით, არაერთი საინტერესო და სასარგებლო პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.
«თუ კარგი გეგმები არის, თუ ისინი იმუშავებენ, ეს ყოფილი სამხედრო ქალაქისთვის იქნება ხსნა. მათ შიდა გზების მთლიანად ასფალტირება და დიდი ბაღის აშენება სურთ. რეალურად, ჩვენ სხვა გეგმები გვქონდა, ქალაქის ცენტრში გვინდოდა სამუშაოების ჩატარება, მაგრამ მათი პროექტის მიხედვით, დაგეგმილია კომპაქტური საცხოვრებელი უბანი, სადაც მრავალსართულიანი შენობებია, ჩვენ შევთავაზეთ სამხედრო ქალაქი»,- თქვა ახალქალაქის მერმა იურიკ ხუნანიანმა.
რაც შეეხება ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილს, სარემონტო სამუშაოები შესაძლოა დაიწყოს ქალაქიდან, რათა, რაც შეიძლება მალე გაიწმინდოს ქალაქის ცენტრი.
გაიანე აკოჯიანი