საქართველოში კორონავირუსის 399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 356 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ათი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 638 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 093, პისიარტესტით – 10 545.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,56 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,58 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,92 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 279 027 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 271 278 გამოჯანმრთელდა, 3 732 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 262, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 515 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 195 პირი.
ამასთან, 24 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 254 პაციენტი.