ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 551 ახალი, დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა,- ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან 11 იანვრის მდგომარეობით კორონავირუსთან დაკავშირებული უახლეს სტატისტიკაზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში 7,898 ტესტი ჩატარდა, აქედან 4,371 ანტიგენისთვის და 3,527 PCR.
ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსული ინფექციის 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ინფიცირების პირველი შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა 239 780.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 880 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 226 215-მდე გაიზარდა.
“ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენ გვქონდა 23 ახალი სიკვდილი კორონავირუსით. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით დაიღუპა 2,796,” – აცხადებს სიჭინავა.