სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ზე 5 959 ტესტი ჩატარდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 183 127 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 167 977 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 3 332 ადამიანი. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 10 963 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.