სომხეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა სომხეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გენერალ-პოლკოვნიკის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების ბრძანება არ დააკმაყოფილა და უკან დააბრუნა.
დღეს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატი შემდეგი განცხადებით წარსდგა:
«2021 წლის 25 თებერვალს, რესპუბლიკის პრეზიდენტს სომხეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გენერალ-პოლკოვნიკის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების შესახებ ბრძანების პროექტი წარუდგინეს.
შეთავაზებასთან დაკავშირებით რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჩაატარა კონსულტაციები და შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალებთან, შეიარაღებული ძალების უმაღლეს სამეთაურო შემადგენლობასთან.
ბრძანების პროექტი შესწავლილი იყო რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის მიერ, დეტალურად იყო განხილული წამყვან იურისტებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან.
იურისტებისა და ექსპერტების აზრების გაზიარებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ ბრძანების პროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
ამასთანავე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტი არავითარ პოლიტიკურ ძალას არ უჭერს მხარს და გადაწყვეტილებას ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით იღებს.
უდავოა, რომ შეიარაღებულმა ძალებმა პოლიტიკურ საკითხებში ნეიტრალიტეტი უნდა დაიცვან.
ასევე ნათელია, რომ ომთან დაკავშირებით შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას ერთობლივი მხარდაჭერა და ყურადღება ესაჭიროება. არმიის საკადრო შემადგენლობის პრობლემის გადაწყვეტას პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს და არავითარ შემთხვევაში არ იქნება იგნორირებული.
ახლანდელი სიტუაცია უპრეცენდენტოა, ითხოვს სისტემურ და ყოვლისმომცველ გადაწყვეტას და ვერ მოგვარდება საკადრო ცვლილებებით, ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციის გათვალისწინების გარეშე.
შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის გადაყენების შესახებ ბრძანების პროექტი მას შემდეგ წარუდგინეს, რაც ორმოცზე მეტი მაღალი წოდების სამხედრო პირის განცხადება გავრცელდა, სამხედრო მდგომარეობის, პოლიტიკური კრიზისის და უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევებთან დაკავშირებით.
რესპუბლიკის პრეზიდენტმა საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში ბრძანების პროექტი უარით უკან დააბრუნა.
რესპუბლიკის პრეზიდენტს ერთი მიზანი აქვს – დაიცვას ქვეყანა კონსტიტუციური წესრიგი საფრთხისგან, უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილურობა და შეიარაღებული ძალების ნორმალური მუშაობა».
25 თებერვალს საკუთარი მომხრეების მიტინგზე, პრემიერი-მინისტრმა განაცხადა, რომ მას სომხეთის პრეზიდენტთან არმენ სარგსიანთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა ონიკ გასპარიანის თანამდებობიდან მოხსნის შეთავაზებაზე.
“მე ვთქვი, რომ ჩემი აზრით, მან ჩემს მიერ შეთავაზებულ წინადადებას ხელი უნდა მოაწეროს. თუკი პრეზიდენტი ამ წინადადებას ხელს არ მოაწერს, რა გამოვა? გამოვა, რომ ის სახელმწიფო გადატრიალებას შეუერთდება? ეს ძალიან მარტივი არჩევანია”, – თქვა ფაშინიანმა.