სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 317 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ათი ადამიანი დაიღუპა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 2 460 ტესტი ჩატარდა.
ამ დროისთვის სომხეთის მაშტაბით 8 190 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში ვირუსის 178 702 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 265 ადამიანი.