კომპანია „ფაიზერში“ აცხადებენ, რომ მომავალი სასწავლო წლის დასაწყისისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 12-დან 15 წლამდე მოზარდებისთვისაც იქნება მზად.
ინფორმაციას „სიენენი“ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტზე, უილიამ გრაბერზე დაყრდნობით ავრცელებს.
გრაბერის განცხადებით, კომპანია კლინიკურ ცდებს ატარებს.
მისივე თქმით, 18 წლამდე ასაკის ბავშვების აცრა ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.