ახალი მილიონერი საქართველოში – „ლოტო 6/42“-ში ჯეკპოტი 1 015 291 ლარი გათამაშდა.

“საქართველოს ეროვნული ლატარია“ ეძებს და ელოდება ჯეკპოტის მოგებულს, ლოტოს მოთამაშეებს კი უმორჩილესად სთხოვს გადაამოწმონ საკუთარი “ლოტო 6/42”-ის 9 მარტის 311-ე ტირაჟის ბილეთები.

ჯეკპოტის კომბინაცია კი გახლავთ: 2, 14, 17, 20, 34, 38;

ჯეკპოტის მოგება რთული სულაც არ ყოფილა – “საქართველოს ეროვნული ლატარიის“ ახალი კომპანია ბაზარზე სამი წელია რაც ოპერირებს და ამ დროის მანძილზე ,,ლოტო 6/42“-ში ოთხი ჯეკპოტი გათამაშდა და აქედან უკვე მეორედ მილიონ ლარზე მეტი.

“ლოტო 6/42“-ის ახალი ჯეკპოტი კი უკვე ნახევარ მილიონ ლარზე მეტია, და ის ყოველი გათამაშების წინ იზრდება, გათამაშება კი ტარდება სამშაბათსა და პარასკევს, ტვ “იმედის” პირდაპირ ეთერში 20:55 საათზე.