სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ-19-ს 2 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 172 058 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 3 192 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 163 394-ია.