მარნეულში, სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად, ოჯახის 3 წევრი დაიღუპა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.