საქართველოში კორონავირუსის 1 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 302 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 209 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 186,, „პისიარ“ ტესტით – 18 023.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,11%, ბოლო 14 დღის – 4,58%, ბოლო შვიდი დღის – 3,81%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 333 601შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 313 651 გამოჯანმრთელდა, 4 519 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 97 153 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 819.
კარანტინის რეჟიმშია 72, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 243 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 669 პირი.