300 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე გაფართოვდა

300 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე გაფართოვდა

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, კიდევ უფრო გაფართოვდა ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე.  კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასის ჩარიცხვა 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე.

კერძოდ, პირები, ვისაც 5 დეკემბრამდე ჩაერიცხათ ხელფასი, თუმცა 2020 წლის 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ანაზღაურება აღარ მიუღიათ იმ დამქირავებლისგან, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვს საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება, აღნიშნული ცვლილების თანახმად, მაინც მიიღებენ 300-ლარიან კომპენსაციას.

დღევანდელი მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელთა მიერ, 73 600 განაცხადია დარეგისტრირებული.

პირველადი ელექტრონული განაცხადების წარდგენა 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო ინფორმაციის დაზუსტება, 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

 eservices.rs.ge

თეგები: ფული
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე