საქართველოში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 469 პაციენტი, ხოლო 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 268 097 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 261 066-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 3 425-ია.

ბოლო 24 საათში 18 015 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი – 11 021, „პისიარ“-ტესტი – 6 994.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,2% პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,6% პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,4% პროცენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 281 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 769, კლინიკურ სასტუმროში რჩება 228 პირი.

ამასთან, 19 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 331 პაციენტი.