საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 267 313 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 539 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 260 266-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 3 399-ია.
ბოლო 24 საათში 17 188 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი – 9 866, „პისიარ“ ტესტი – 7 322.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,12 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,7 პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,3 პროცენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 252 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1869, კლინიკურ სასტუმროში რჩება 248 პირი.