სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 223 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ-19-ს ერთი პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 169 820 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 3 156 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 161 577-ია.