დღეს, ახალქალაქში დიდი თოვლი მოვიდა, გზები ძირითადად რთულად გასავლელია, ზოგი მათგანი მთლიანად დაიკეტა.
როგორც ამ დროისთვის, ახალქალაქის მერი იური უნანიანის აცხადებს, ინფორმაცია აქვთ, რომ სოფელ ღადოლარში მიმავალი გზა დაკეტილია. ასევე, სოფელი კარტიკამიდან აცნობეს, რომ ახალქალაქიდან სოფელ ბავრისკენ მიმავალი აღმართი რთულად გასავლელია. მერიაში ამბობენ, რომ ინფორმაციაზე რეაგირება უკვე მოახდინეს.
სხვა სოფლებიდან დაკეტილი გზების შესახებ ინფორმაცია არ არის. შორს მდებარე სოფლებში ქარია. სინოპტიკოსების პროგნოზით, თოვლიანი ამინდები 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.