ახალქალაქსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში ორმოების ამოვსების სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გაიმართა. კონტრაქტი უკვე გაფორმებულია, სამუშაოები დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება.
ქალაქში და ქალაქგარეთ ასფალტის გზებზე დიდი ორმოები გაჩნდა, რაც აფერხებს მოძრაობას. მძღოლები ყოველთვის წუწუნებენ და იმედოვნებენ, რომ ოდესმე ეს ხვრელები გაქრება.
ახალქალაქის მერის თქმით, მიმდინარე კვირის ბოლოსთვის ორმოების აღმოფხვრა დაიწყება.
„კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. ახლა ვგეგმავთ, სად დავიწყოთ მუშაობა და როგორ წავა ის. რადგან ცენტრალური ქუჩა რემონტდება, იმისათვის, რომ ამ ადგილას ორჯერ არ ჩატარდეს ერთი და იგივე სამუშაოები, ცენტრალურ ქუჩაზე შემოსვლამდე მუშაობას ქალაქის სხვა ქუჩებიდან დავიწყებთ. ტროტუარების შეკეთება და სხვა სამუშაოები უკვე დასრულებულია“, – განაცხადა მელქონ მაკარიანმა.
ელექტრონულ ტენდერში სამშენებლო კომპანია “ჯავახავთოგზას საგზაო მშენებელმამ” გაიმარჯვა. სამუშაოს თანხა 300000 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ორმოულების ამოვსებაზე ახალქალაქის მერიამ ელექტრონული ტენდერი სამჯერ გამოაცხადა.