სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 136 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 2 802 ტესტი გაკეთდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 4101 ადამიანი მკურნალობს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში ვირუსის 169 391, შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 161 348 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3150 პაციენტი კი გარდაიცვალა.