8 თებერვლიდან, სტუდენტებს, რომლებსაც სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ნებართვა აქვთ და, რომელთა სახელები გამოქვეყნებულია JNEWS-ში, საქართველო-სომხეთის საზღვარი შეუძლიათ ნინოწმინდა-ბავრას სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით გადაკვეთონ.
აღვნიშნავთ, რომ დღეიდან ბავრა-ნინოწმინდის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი 10:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს. სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით სატვირთოების გადასვლა დღე-ღამის განმავლობაში ხორციელდება.
სტუდენტებს თან უნდა ჰქონდეთ PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი, ან შეუძლიათ ტესტი სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე გაიკეთონ.
ხვალ, 8 თებერვალს JNEWS-ი მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რა დოკუმენტები დაგჭირდებათ სომხეთში გასამგზავრებლად.