დღეს საქართველოში დედა ენის დღე აღინიშნება. დღესასწაულის დღეს Jnews– მა გადაწყვიტა ჩაეტარებინა გამოკითხვა, რათა გაერკვია ახალქალაქის მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ცოდნის დონე.
ორი წლის წინ Jnews– მა შეისწავლა ჯავახეთში ქართული ენის ცოდნის დონე და შეეცადა გაერკვია, რა არის სახელმწიფო ენის ცოდნის დაბალი დონის მიზეზი. საბოლოოდ გამოქვეყნდა მასალა «გამარჯობა, – გამარჯობა. – როგორ ხარ? — არ მესმის»
სტატიის ფარგლებში ჩავატარეთ გამოკითხვა. გამოკითხვის დროს რესპონდენტებმა დიალოგის დროს ქართულ ენაზე მხოლოდ 1-2 სიტყვის, ან ფრაზის თქმა შეძლეს.
დღეისთვის ვითარება ოდნავ შეცვლილია, თუმცა პრობლემა კვლავ აქტუალურია.
ჩვენი დღევანდელი გამოკითხვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ახალქალაქში ქართული ენის ცოდნის დონე ახალგაზრდებში უკეთესობისკენ შეიცვალა. იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც სწავლას საქართველოში განაგრძობენ, ან აპირებენ სწავლის გაგრძელებას, გარკვეულწილად იციან ქართული ენა. ახალქალაქის საშუალო ასაკის მცხოვრებლები სამსახურში მოწყობის მიზნით ცდილობენ ქართული ენის სწავლას, ზრდასრული სეგმენტის წარმომადგენლები კი, მხოლოდ რუსულად საუბრობენ, რაც ხაზს უსვამს ქართული ენის ცოდნის აუცილებლობას ახალგაზრდებს შორის.
წარმოგიდგენთ ახალქალაქის ქუჩებში ჩატარებულ გამოკითხვას:
აღსანიშნავია, რომ 42 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, საქართველოს მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწია საბჭოთა ხელისუფლებას, რომელსაც კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილებასთან დაკავშირებით. თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მოსახლეობის ფართომასშტაბიანმა მშვიდობიანმა დემონსტრაციამ შეინარჩუნა სახელმწიფო ენა, რაც მართლაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დიდი მოვლენა იყო.