სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო სამი ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 2 576 ტესტი ჩატარდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ის 168 088 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 159 720 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 117 კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით მკურნალობას აგრძელებს 4 472 კოვიდინფიცირებული.