2020 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე ჯამში 244 630 971 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული. ამის შესახებ კომერციული ბანკების ანგარიშგებაშია აღნიშნული.

ამავე მონაცემებით, დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, ტოპ ხუთ ბანკში შედის:

    • საქართველოს ბანკი –109 418 804 ლარი
    • თიბისი ბანკი – 77 134 961 ლარი
    • ვითიბი ბანკი ჯორჯია – 19 882 336 ლარი
    • ბაზის ბანკი – 16 572 737 ლარი
    • ხალიკ ბანკი საქართველო – 10 606 227 ლარი

რაც შეეხება სხვა კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობას, ასე გამოიყურება:

სილქ როუდ ბანკი – 311 030 ლარი, კრედო ბანკი – 1 113 655 ლარი, ფინკა ბანკი საქართველო – 307 163 ლარი, ქართუ ბანკი – 4 800 318 ლარი, ტერაბანკი – 2 925 492 ლარი, ლიბერთი ბანკი – 103 192 ლარი, ზირაათ ბანკი საქართველო – 68 395 ლარი, პროკრედით ბანკი – 185 952 ლარი, იშ ბანკი საქართველო – 1 102 534 ლარი, პაშა ბანკი საქართველო – 98 175 ლარი.

2020 წლის მეოთხე კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.