უკვე რამდენიმე წელია სოციალურ ქსელებში სხვადასხვა მიმზიდველი ფინანსური შეთავაზებებით რეკლამები ვრცელდება. ბოლო დროს ყველაზე პოპულარული ასეთი რეკლამა Socar გაზგამანაწილებელი კომპანიისა და Georgian bank-ის სახელზე ვრცელდება.
ასეთი რეკლამების ნახვის შემდეგ ბევრი ადამიანი თაღლითობის მსხვერპლი ხდება. გასულ წელს ახალქალაქის ბევრმა მცხოვრებმა დაკარგა ფული.
გავრცელებული ვიდეოებით თუ ვიმსჯელებთ, Georgian bank-ი გთავაზობთ მსოფლიო ბაზარზე ინვესტირებას ძალიან დაბალ საპროცენტო განაკვეთით და დიდი მოგების მიღებას.
ამ შემთხვევაში მოსახლეობას სთავაზობენ მითითებული ბმულის გამოყენებით შესვლას, რომელიც, სავარაუდოდ, Georgian bank-ის მობილური აპლიკაციაა. რეალურად, ეს არის გვერდი, სადაც უნდა შეიყვანოთ პაროლი მობილური აპლიკაციისთვის, რის შემდეგაც მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება მესამე პირებისთვის, რომლებიც შეიყვანენ პაროლს და ანგარიშზე არსებულ ფულს ითვისებენ.
მნიშვნელოვანია თქვენი პაროლის შეყვანამდე ყოველთვის მიაქციოთ ყურადღება გვერდს. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება გვერდის მისამართს.
გაზის გამანაწილებელი კომპანია „Socar“-ის სახელით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შემდეგი განაცხადა: „საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ გამოიმუშაონ თვეში 5000, 10000 ან თუნდაც 15000 ლარი, დღეში მხოლოდ 30 წუთის დახარჯვით. Socar-ი საქართველოს მოქალაქეებისთვის საერთაშორისო ბაზარზე გაზისა და ნავთობის მოთხოვნის შესაქმნელად ოფიციალურ წვდომას ხსნის.
აღნიშნული ვიდეოს მიხედვით, მოქალაქეებს მინიმუმ 200 ლარად აქციების შეძენა, ხოლო თვეში საშუალოდ 7000 ლარის გამომუშავება შეუძლიათ.
შემდეგი თაღლითობა იყო, როდესაც დაპირდნენ ონლაინ-ტრენინგების ჩატარებას, რომლის დროსაც ბევრი ფულის გამომუშავება შეგიძლიათ. ამ დროის განმავლობაში რეზიდენტის ანგარიშზე თანხის ზრდა იწყება, როცა რეზიდენტს ანგარიშიდან თანხის ამოღება სურს, თავიდან შესაძლებელია. შემდეგ ისინი სხვადასხვა გზით არწმუნებენ ამ ადამიანს შეავსონ და გაზარდონ თანხა ანგარიშზე.
ამ თანხას რეზიდენტი უკვე კარგავს, რის შემდეგაც ანგარიშიდან თანხის ამოღება აღარ შეუძლია. შემდეგ ისინი გთავაზობენ გზებს თქვენი დაკარგული ფულის დასაბრუნებლად, 500-დან დაწყებული. ხალხი ამ თაღლითურ შეთავაზებას ეთანხმება და ამ 500 დოლარსაც კარგავს.
„საკმაოდ დიდი თანხა დავკარგე – 3000-4000 ლარი მხოლოდ ონლაინ ტრენინგებზე. დგება დრო, როცა ბევრ ფულს გთავაზობენ, რაც ძალიან მიმზიდველია, მაშინვე გინდა ბევრი ფულის გამომუშავება და ტყუვდები. როცა გონს მოდიხარ, ხედავ, რომ საკმაოდ ბევრი ფული დაკარგე. უკვე ვცდილობ თავი ავარიდო ასეთ საიტებს, საფუძვლიანად ვამოწმებ მისამართს. ასევე მინდა ყველას მოვუწოდო, არ დაემორჩილონ ასეთ მაცდურ შემოთავაზებებს“, – ამბობს ახალქალაქის ერთ-ერთი მკვიდრი.
ზემოაღნიშნული მოტყუების სახეობები და ვებგვერდები, რომელთა შესახებაც მოგიყევით, ხელმისაწვდომია მხოლოდ მცირე რაოდენობით. რეალურად ასეთი გვერდების შემქმნელები ქმნიან მათ რეალური გვერდების სახელებითა და ლოგოებით, მაგრამ განსხვავებული მისამართით. ამიტომ, მხოლოდ სახელი და ლოგო არ უნდა იყოს საფუძველი იმისა, რომ ადამიანებმა საკუთარი მონაცემები ანდონ.