იმ პირებს, რომლებსაც საქართველოს და სომხეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, საქართველოდან სომხეთში გადასვლა-გადმოსვლა შეუძლიათ. საქართველო არანაირ დოკუმენტს არ ითხოვს იმ მოქალაქისგან, რომელიც საზღვარს კვეთენ, მაგრამ სომხეთში შესვლისას მოქალაქემ კორონავირუსის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინოს, რომელიც 72 საათის განმავლობაში იქნება მოქმედი.
აღვნიშნავთ, რომ იმ პირებმა, რომლებსაც არაოფიციალური ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, საქართველოდან გასვლის შემთხვევაში შეიძლება საქართველოს მოქალაქეობა დაკარგონ.
1-ლი თებერვლიდან საქართველოში გამარტივებულია ავიაგადაფრენების რეჟიმი, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. რაც შეეხება სახმელეთო საზღვრებს, ჯერჯერობით დაკეტილი იქნება.
საქართველოს მოქალაქეს ავიაშეტყობინების გავლით ქვეყანაში შესვლისას არჩევანის უფლება აქვს- PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით და თვითიზოლირების გარეშე, ან ტესტის შედეგის გარეშე 8 დღიანი აუცილებელი თვითიზოლაცია. მეორე შემთხვევაში ჩამოსვლიდან მესამე დღეს ხელმეორე ტესტის ჩაბარება მოუწევთ (საკუთარი სახსრებით), რის შემდეგაც შეძლებენ კარანტინიდან გამოსვლას.
რაც შეეხებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, საქართველოში შემოსვლისას უნდა წარადგინონ დოკუმენტი, რომელიც COVID-19-ის ვაქცინაციის სრული კურსის გავლას დაამტკიცებს.
მხოლოდ ევროკავშირის, შვეიცარიის, ისრაელის, აშშ-ს, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებულ საამიროების, ბაჰრეინის და თურქეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა COVID-19-ზე ანალიზის უარყოფითი შედეგის სამედიცინო ცნობის წარდგენის შემთხვევაში, რომელიც გამგზავრებამდე არაუგვიანეს 72 საათის განმავლობაში იქნება გაცემული. ტურისტების ამ კატეგორიას საქართველოში შემოსასვლელად, აღნიშნული ცნობის გარდა არაფერი ესაჭიროებათ. საქართველოში ყოფნის მესამე დღეს მათ კიდევ ერთი PCR-ტესტი უნდა გაიკეთონ.
“სახმელეთო საზღვრის გავლით გამშვები პუნქტები დაკეტილია, როგორც რუსეთის, ასევე სომხეთის მოქალაქეებისთვის, ამ ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლა აკრძალულია. ქვეყანაში შემოსვლა ნებადართულია მხოლოდ გამონაკლისის სახით. ქვეყანაში შემოსვლა შესაძლებელია მხოლოდ ავიაშეტყობინების საშუალებით, ის ხელმისაწვდომია დღე-ღამის განმავლობაში, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს მოქალაქეობას. ძირითადად, საქართველოში საჰაერო, ან სახმელეთო გზით შემოსვლა აკრძალულია, მაგრამ თუკი უცხოელმა ვაქცინაციის სრული კურსი გაიარა, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია ქვეყანაში შემოსვლა”, – განმარტეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
აღვნიშნავთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში სახმელეთო გზით განსაკუთრებული მიზეზების გამო შემოდიან, საზღვრის გადმოკვეთა შეუძლიათ მხოლოდ სადახლო-ბაგრატაშენის გამშვები საკონტროლო პუნქტის გავლით.
სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის საქართველოში შემოსვლა ასევე შესაძლებელია საჰაერო გზით, COVID-19-ის ვაქცინაციის სრული კურსის გავლის შემთხვევაში (ორი დოზა).
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, მათაც არ შეუძლიათ დაბრკოლების გარეშე სომხეთში შესვლა. საქართველოს მოქალაქემ ამ ქვეყანაში გამგზავრების პირობების დაზუსტების და ნებართვის მიღების მიზნით საქართველოში ამ ქვეყნის საელჩოს უნდა მიმართოს.
ასევე, იმ პირებს, რომლებსაც საქართველოს და სომხეთის ოფიციალური ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, შეუძლიათ სომხეთიდან საქართველოში და საპირისპირო მიმართულებით გამგზავრება.
სომხეთის მოქალაქეებს რუსეთში წასვლა შეუძლიათ.