დღეს, 2 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირდა․ საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4545 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 326 ახალქალაქში და 148 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
2 – ახალციხეში
10 – ადიგენში
0 – ახალქალაქში
2 – ბორჯომში
0 – ნინოწმინდაზე
1 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 265 ადამიანია იზოლირებული:
ახალციხე – 51
ახალქალაქი – 10
ბორჯომი – 55
ნინოწმინდა –3
ასპინძა – 28
ადიგენი – 118
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 77 პაციენტი რჩება.
საერთო ჯამში, რეგიონში 4 261 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 26 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის 77 ნიმუშის პასუხს ელოდებიან.