სოციალური ქსელებსა და ქართულ მედიაში კორონავირუსთან დაკავშირებულ მთავარ განსახილველ თემებს შორის, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში, არის სომხეთი. წამყვანი ქართული მედიასაშუალებები სომხეთში კორონავირუსით დაავადებულთა შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებენ.
4 ივნისს, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადების შემდეგ, იმის შესახებ, რომ “სამედიცინო დაწესებულებები იმ სიტუაციაში არიან, რომ ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე პაციენტებს თავის დროზე ვერ მკურნალობენ”, – ქართული პრესა და ტელეარხები აქტიურად განიხილავენ ამ საკითხს.
სომხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის შეთავაზებით სოციალურ ქსელ Facebook-ში ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია წარსდგა.
“შეუძლებელია იმის იგნორირება, რაც სომხეთში ხდება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ, რასაკვირველია, ჩვენ დიდი რესურსები არ გაგვაჩნია, მაგრამ ახლა ყველანაირი დახმარება მნიშვნელოვანია. გამორიცხული არ არის, რომ ჩვენ დასავლეთთან ურთიერთობების ფასილიტაციის საკითხში დავეხმაროთ”, – წერს ხოშტარია.
პოლიტიკური გაერთიანება “ლელო” -ს » წევრმა, ირაკლი კუპრაძემ, კავკასიური სოლიდარობის ნიშნად ქართულ საზოგადოებას სომხეთის დახმარებისკენ მოუწოდა.
“აუცილებელია ჰუმანიტარული დახმარების გაწევა. გვერდზე უნდა გავწიოთ ზოგიერთი მინისტრის არაადეკვატური განცხადება და მეზობელს ამოვუდგეთ მხარში. მათ დაავადებულები ჰყავთ, რომელთა ჰოსპიტალიზება არ შეუძლიათ. ხალხის სიკვდილი არ უნდა დავუშვათ. მარტივად შეიძლება დახმარების გზები მოიძებნოს”.
ამ თემას ქართველი აქტივისტები და საზოგადო მოღვაწეებიც შეეხნენ. სომხეთის დახმარებისკენ მოგვიწოდებენ დავით გიორგაძე, გიორგი მოლოდინი, ნინო ბეკიშვილი.
მწერალ-პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე წერს:
“საქართველო სომხეთს უნდა ამოუდგეს მხარში. მიუღებელია ჩვენი და-ძმების მიტოვება ასეთ ვითარებაში. ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ ამ სიტუაციიდან გასვლაში. მოდით, ერთად ვიფიქროთ, როგორ გავაკეთებთ ამას”.
აქტივისტმა დათო ხარშილაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა:
“სომხებს უნდა დავეხმაროთ, მაგრამ პაციენტების გადმოყვანა შეუძლებელი და მიუღებელია. შეიძლება ტაშირში, ან ალავერდში ღია ცის ქვეშ ჰოსპიტალის ორგანიზება, დავეხმარებით ორი სამედიცინო ბრიგადით, მინიმალური კონტაქტით”.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელებში ანტისომხური განცხადებების ფონზე, რომლებიც არსენ თოროსიანის განცხადებას უკავშირდება, Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლები ძირითადად იზიარებდნენ მოსაზრებას, რომ სომხეთს სჭირდება დახმარება. სოციალური ქსელის მომხმარებლები კომენტარებში სომხეთის დახმარების ხერხებს განიხილავენ.
gopetition.co-ის გვერდზე სომხეთის დახმარების მოწოდებით პეტიცია გამოქვეყნდა.
“ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ ამ რთულ პერიოდში სომხეთის დახმარების საკითხი განიხილონ. დახმარების გაწევაში იგულისხმება, რომ საქართველომ სომხეთს ავადმყოფების მკურნალობა შესთავაზოს. ჩვენ ვთვლით, რომ ნაბიჯი სწორი მიმართულებით იქნება გადადგმული, მეზობელ სახელმწიფოს დავეხმაროთ და რეგიონში სიტუაცია დავარეგულიროთ”.
მასალა წყაროდან: Aliq.ge.