სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ- 19-ს 4 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 167 088 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 3 084 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 157 800-ია.