სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კოვიდ- 19-ს 9 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 167 026 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 3 080 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 157 519-ია.