სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 242 ადამიანს დაუდასტურდა, 592 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

მასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 11 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ერთი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 1 980 ტესტი ჩატარდა.

28 იანვრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 166 669 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 156 645 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3078 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 763 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.