ორ კვირაზე მეტია, ახალქალაქში მკოიანების კუთვნილი ჰესი გაჩერებულია. როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განმარტავენ, შპს “ენერგიის” მუშაობა ზედაპირული წყლების ჩაშვებისას ტექნიკური რეგლამენტის არარსებობის გამო შეაჩერეს. საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ენზელ მკოიანი კი აცხადებს, რომ ჰიდროელექტროსადგური მიზანდასახულად გააჩერეს.

JNEWS-ის კითხვაზე, – რა მიზეზით გამორთეს ჰესი? ენზელ მკოიანმა განაცხადა: მოვიდნენ და ყველა დოკუმენტი ნახეს, არის ქაღალდი, რომლის მიხედვით გადასახდელია 80 ლარი, მისი განახლება საჭიროა ყოველ მეხუთე წელს ნებართვის მისაღებად, ახლა, როცა ყველაფერი ონლაინ კეთდება, ხალხმა დოკუმენტები შეიტანა, მაგრამ მათ ჯერ არ მოუციათ პასუხი. ჩვენ ვუთხარით, – ნახეთ, ჩვენ განაცხადი 20 დღის წინ შევიტანეთ, ონლაინ შევიტანეთ, მაგრამ ისინი არ მუშაობენ. ისინი მოვიდნენ და 20-გრადუსიან სიცივეში ჰესის მუშაობა შეაჩერეს, ალბათ, იმიტომ, რომ მწყობრიდან გამოვიდეს.

მკოიანების ოჯახის კუთვნილი ჰესის გამორთვასღან დაკავშირებით ინფორმაცია JNEWS-მა საქართველოს ეკოლოგიური კონტროლის დეპარტამენტში დააზუსტა.

2021 წლის 11 იანვარს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალქალაქში მდებარე შპს “ენერგიის” ინსპექტირება განახორციელეს. შედეგად გაირკვა, რომ კომპანია ზედაპირული წყლების ჩაშვებისას ტექნიკური რეგლამენტის გარეშე მუშაობდა.

გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილია ოქმი, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ საქართველოს კოდექსის №82 კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს. შპს “ენერგიის” დირექტორმა მიიღო ზეპირი გაფრთხილება, რომ ტექნიკური რეგლამენტის გარეშე ზედაპირული წყლების გამოყენება აკრძალულია, ამ დოკუმენტის გარეშე კომპანიას არ შეუძლია საქმიანობის განხორციელება, რის საფუძველზეც შედგენილი იყო N001617 ადმინისტრაციული წერილი, რომელიც საბოლოოდ შპს “ენერგიის” ხელძღვანელობას გადაეცა.

13 იანვარს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მეორე გაფრთხილება მისცეს. განხორციელებულია შპს “ენერგიის” შემოწმება და ადმინისტრაციულ წერილში აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის ფაქტით შედგენილია შესაბამისი ოქმი და დამატებითი ადმინისტრაციული წერილი, რომელიც შპს “ენერგიის” ხელმძღვანელობას გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ზედაპირული წყლების ჩაშვებისას ტექნიკურ რეგლამენტთან შეთანხმების შემთხვევაში შპს “ენერგია” საქმიანობის აღდგენის უფლებას მიიღებს.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ენზელ მკოიანი უარყოფს ქალაქში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს მან მიზანმიმართულად გათიშა შუქნიშანი. შუქნიშანი არ მუშაობდა, რადგან ჰიდროელექტროსადგური იყო გამორთული, რომელზეც შუქნიშანი არის მიერთებული.

“თავის დროზე ჩვენ ავაშენეთ ჰიდროელექტროსადგური. 1995 წლიდან, როცა ახალქალაქში შუქს საათობით რთავდნენ, ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 38%-ს ჩვენ ქველმოქმედებით ვაძლევდით მოსახლეობას, 18 წელი საავადმყოფოს უფასო ელექტროენერგიით უზრუნველვყოფდით, ოპერაციებს ატარებდნენ, ქირურგ ჩარჩიანს ჰკითხეთ, ვისმა ელექტროენერგიამ გადაარჩინა ასობით სიცოცხლე?

ჩვენ უფასო ელექტროენერგიით ვამარაგებდით პოლიციას, სამამულო ომის ინვალიდებს და სკოლებს, და დღეს ამ ადამიანებმა სიკეთის შესახებ დაივიწყეს. რაც შეეხება შუქნიშანს, ჩვენს ჰესზე იყო მიერთებული არა მხოლოდ შუქნიშანი, არამედ ქალაქის, რამდენიმე ქუჩის განათებაც. ახლა კი უსირცხვილოდ ამბობენ, რომ ფარნები განგებ გამოვრთე, ამდენად სულმდაბალი ადამიანი არ ვარ. ამ სადგურიდან ელექტროენერგია 11 საცხობსა და 17 მაღაზიას მიეწოდება. დღეს ისინი მოსულები იყვნენ და ტიროდნენ, რადგან ჩვენი ელექტროენერგია 3-ჯერ იაფია სახელმწიფოსაზე ( რეგიონს ელექტროენერგიით კომპანია Energo Pro Georgia ამარაგებს. რედ). დღეს საცხობების მფლობელები ამბობდნენ, რომ იძულებულნი იქნებიან პურის ფასი გაზარდონ, მოსწონთ ეს თუ არა, ხოლო მაღაზიების მფლობელები პროდუქტებზე ფასს გაზრდიან, რადგან ჰესის ელექტროენერგიით მუშაობდა მაცივრებიც. ახლა არეულობა მეფობს, უნდათ, რომ ჩვენ გავქრეთ, ხოლო ხალხს უხაროდეს, არაუშავს, დედამიწა მრგვალია, ასე არ დარჩება, ერთ მშვენიერ დღეს სამართალი იზეიმებს”, – ამბობს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი.

ახალქალაქში მკოიანების ჰესის გაჩერებას აპროტესტებენ

ენზელ მკოიანის სახლთან მდებარე შუქნიშანი არ მუშაობს