დაახლოებით 40 ადამიანმა ახალქალაქის ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოითხოვა, ენზელ მკოიანის ოჯახის საკუთრებაში არსებულმა ჰესმა, შპს «ენერგიამ» მუშაობა განაახლოს. როგორც მერიაში განმარტეს, ეს მათ კომპეტენციაში არ შედის და მოქალაქეებს შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს.

13 იანვარს, მკოიანების ოჯახის კუთვნილი ჰესი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით გაჩერდა.

დღეს, 25 იანვარს, დაახლოებით 40 ადამიანი, ენზელ მკოიანის მომხრეები და ბიზნესმენები, ვისი ობიექტებიც აღნიშნულ ჰესზე არის მიერთებული, ახალქალაქის მერიასთან შეიკრიბა და ჰესის მუშაობის აღდგენის ხელშეწყობა მოითხოვეს. საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, იმის გამო, რომ ჰესი გაჩერდა, ვეღარც ისინი მუშაობენ, რადგან მათი საქმიანობა, ამ ჰესიდან მიღებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული.

იურა ხაჩატრიანის თქმით, ისინი უკვე თითქმის 15-20 წელია ჰესის ელექტროენერგიით სარგებლობენ და შესაბამისად, მოითხოვენ, ჰესი ამუშავდეს.

1

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ჰესიდან მიღებული ელექტროენერგია უფრო იაფი უჯდებათ,  აბონენტები თვეში მაქსიმუმ 50 ლარს იხდიან.

“ჩვენ აღნიშნული ჰესის აბონენტები ვართ, მისი მუშაობის შეწყვეტის გამო ჩვენი მუშაობა შეჩერდა. ასე უცბად ჰესის გამორთვა არ შეიძლებოდა, რადგან შეიძლება ყველაფერი გაფუჭდეს. ჰესი მოსახლეობის სასარგებლოდ მუშაობდა, იქ ცუდი არაფერი არ არის, საჭირო არ იყო გამორთვა”, – ამბობს ნარ ოგანესიანი.

ქალაქ ახალქალაქის მერის, იურიკ უნანიანის თქმით, ჰესმა მუშაობა ფინანსური პოლიციის გადაწყვეტილებით შეაჩერა და ამ საკითხის გადაწყვეტა მერის კომპეტენციაში არ შედის.

“იმის გამო, რომ ეს მერიის კომპეტენციაში არ შედის, პროტესტის მონაწილეებს ვთხოვე, განცხადება შესაბამის უწყებაში გაგზავნონ”, – განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ ჰესი ყოფილი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ოჯახს ეკუთვნის. რა მიზეზით და რა დროთ შეაჩერა სადგურმა მუშაობა, დროებით, თუ სამუდამოდ, ამის შესახებ Jnews-ის მასალა დღეს, 25 იანვარს, გამოქვეყნდება.

2